ევროპის ახალგარდული ჩემპიონატი დასრულდა და ქართველ გულშემატკივარს გაორებული გრძნობა აქვს. საერთო ჯამში, შედეგი და ჩვენი გუნდის თამაში და თავდადება დასაფასებელია, მეორეს მხრივ, მერე და მერე მეტი მოგვინდა და ოლიმპიადის საგზურის ხელიდან გაშვება ძალიან დასანანია.
ტურნირის მსვლელობისას რამდენჯერმე ქართველი ფეხბურთელები ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ,ა ხლა კი SofaScore-მა მთელი ჩემპიონატი შეაჯამა და ერთი ჩვენიანი შეიყვანა ევრო 2023-ის სიმბოლურში. ეს მცველი საბა საზონოვი გახლავთ, რომლის საერთო შეფასება 7.5 აღმოჩნდა და მას მცველებში საუკეთესო შედეგი დაუფიქსრდა. ისედაც, საბაზე უკეთესი საშუალო შეფასება მხოლოდ ინგლისელთა მეკარეს და ერთ ესპანელ ფეხბურეთელს აღმოაჩნდათ, სხვებს კი ჩვენიანმა გადაასწრო.
საბამ ყველა, 4-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა,პირტუგალიასთან პირველ შეხვედრაში კი გოლიც გაიტანა.
ევრო 2023-ის სიმბოლური ნაკრები SofaScore-ის ვერსიით:
მეკარე: ტრაფორდი (ინგლისი, 7.63 ქულა)
მცველები: კოლვილი (ინგლისი, 7.4), ჰარვუდ-ბელისი (ინგლისი, 7.26), საზონოვი (საქართველო, 7.55)
ნახევარმცველები: ს. გომესი (ესპანეთი, 7.6), ბაენა (ესპანეთი, 7.28), ბონდარენკო (უკრაინა, 7.25), პალმერი (ინგლისი, 7.26)
თავდამსხმელები: სუდაკოვი (უკრაინა, 7.44), გიბს-უაიტი (ინგლისი, 7.26), სანჩესი (ესპანეთი, 7.27)
GIPHY App Key not set. Please check settings