მოსკოვის “დინამოს” 20 წლის მცველის საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა თავისი შვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე გააკეთა კომენტარი.
“გავიხარე თუ არ შვილის გამო? როგორც კი გავიგე, მაშინვე მივულოცე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა, დადებითი ემოციები განვიცადე. რუსეთის ეროვნული გუნდი? არჩევანი უკვე გაკეთებულია. შესაძლებლობებს შორის ნებისმიერი არჩევანი, თუნდაც პოზიტიური, ყოველთვის სტრესია. სტრესი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. ეს იმის გათვალისწინებით გვქონდა, რომ შეეცადენ საბასთვის ცილი დაეწამებინათ და უარყოფითად წარმოეჩინათ.
მას ხომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. საბამ მხოლოდ არჩევანი გააკეთა, მორჩა. ყველაფერი წარსულშია, ყველა ფიქრი
უკვე მხოლოდ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება”, – განუცხადა ანდრეი საზონოვმა “ჩემპიონატს”.
GIPHY App Key not set. Please check settings