in

საზონოვისთვის სეზონი შესაძლოა დასრულდა

საბა საზონოვმა “ემპოლის” ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და არის ეჭვი, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველისთვის ეს შეიძლება სეზონის დასრულებას ნიშნავდეს.

“ემპოლის” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საბას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და საჭიროებს დამატებით კვლევებს, რათა დაზუსტდეს მკურნალობის პროცესის მიმართულება.

ჯვარედინი იოგების ტრავმა, განსაკუთრებით მისი გაწყვეტა, ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზიანებაა და მის მკურნალობა-აღდგენის პროცესს დაახლოებით 7-დან 9 თვემდე სჭირდება.

იმედი ვიქონიოთ, რომ საბას მკურნალობის პროცესში გართულებების გარეშე წავა. შეგახსენებთ, ის “ემპოლიში” სეზონის ბოლომდე “ტორინოდან” არის განათხოვრებული.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია

ზურიკო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს