უეფამ გაანალიზა 2020/21 წლების სეზონში ევროპის სხვადასხვა ლიგებში რამდენი სათამაშო დრო მიიღეს ლეგიონერებმა.
შეფასებული 20 ჩემპიონატიდან ყველაზე მეტს უცხოელები თურქეთში თამაშობენ – საერთო დროის 65%.
ყველაზე იშვიათად ჩასულებს უკრაინაში იყენებენ – 22%.
ხსენებული 20 ჩემპიონატში საშუალოდ ლეგიონერები სათამაშო დროის 46%-ის იღებენ.
ტოპ 5 ჩემპიონატში ლეგიონერებს ხშირად იტალიაში ათამაშებენ (57%), ნაკლებად – ესპანეთში (32%).
ევროპული ლიგების რეიტინგი ლეგიონერების სათამაშო დროის მიხედვით:
1. თურქეთი – 65%;
2. საბერძნეთი – 62;
3-4. ბელგია – 59;
3-4. პორტუგალია – 59;
5. იტალია – 57;
6. გერმანია – 56;
7. ინგლისი – 55;
8. შვეიცარია – 49;
9. შოტლანდია – 48;
10. პოლონეთი – 44;
11. ნიდერლანდები – 41;
12. უნგრეთი – 40;
13. რუსეთი – 37;
14-15. საფრანგეთი – 36;
14-15. დანია – 36;
16-17. ესპანეთი – 32;
16-17. ავსტრია – 32;
18. შვედეთი – 29;
19. ნორვეგია – 26;
20. უკრაინა – 22.
GIPHY App Key not set. Please check settings