2011 წელს კატარის შეიხებმა პსჟ იყიდეს და მაშინვე დაისახეს მიზანი – ჩემპიონთა ლიგის მოგება. 14 წლის განმავლობაში პარიზი მხოლოდ ერთხელ გავიდა ფინალში და უფრო მეტად დაამახსოვრდათ მერვედფინალებიდან გავარდნებით.
გამარჯვებისთვის მათ იყიდეს ყველაფერი, რაც ბრწყინავდა: წაიყვანეს ნეიმარი, ედინსონ კავანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დევიდ ბექჰემი, კილიან მბაპე, დი მარია და სხვები. ვერ უშველა თვით ლიონელ მესიმაც.
2021 წლის Dream Team მესის, ნეიმარისა და მბაპესთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა და ჩავარდა. პსჟ ახლა ამოუცნობია. გუნდს ახალგაზრდა ვარსკვლავები მიუძღვებიან და მათ ფავორიტებადაც მიიჩნევენ – არა შემადგენლობით, არამედ თამაშით.
სად იყვნენ ისინი 2021 წელს, როცა პსჟ მესიზე ფსონს დებდა? ყველამ იცოდა ჯანლუიჯი დონარუმას და უსმან დემბელეს შესახებ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს?
ხვიჩა კვარაცხელია

ის ზამთარში პსჟ-ში შეიჭრა და ადაპტაციაზე თითქმის არ დაუხარჯავს დრო. ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად შეცვალა მბაპე და გუნდში კონკურენციაც მოუმატა.
2021 წელს კი ახალგაზრდა ქართველი ყაზანს ეჩვეოდა. ხვიჩა ბინას მაშინ ქირაობდა, როდესაც ახლობლები ჩადიოდნენ, თვითონ კი ბაზაზე ცხოვრობდა. ხელფასის უმეტეს ნაწილს სახლში უგზავნიდა, რუსეთში კი ხინკალს და ფასტფუდს ჭამდა.
„ის და ზურიკო დავითაშვილი ბაზაზე ცხოვრობდნენ და ღამის ორ საათზე „მაკდონალდსიდან“ საკვებს უკვეთავდნენ. არ ვიყავი წინააღმდეგი. მაგრამ ბაზაზე მყოფი ხალხი შოკირებული იყო”, – იხსენებდა მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.
2021 წელს კვარას დებიუტი ჰქონდა ევროთასებზე. „რუბინი“ მოკრძალებულმა პოლონელმა „რაკუვმა“ დაამარცხა, ხოლო ქართველმა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მაისურზე დაწერილ მის გვარს ასოები სცვიოდა.
მაგრამ მაშინაც უკვე სერიოზული კლუბები დასდევდნენ ქართველ ტალანტს…
დეზორე დუე
დუბლებში კი არ თამაშობდა

ბრედლი ბარკოლა
დიდ ფეხბურთში ჯერ დებიუტიც არ ჰქონია

უორენ ზაირ-ემერი
სკოლაში დადიოდა

ვილიან პაჩო
ეკვადორში ფეხის მოკიდებას ცდილობდა

ლი კან ინი
“ვალენსიაში” კინკლაობით იყო დაკავებული

ვიტინია
არ სჭირდებოდა “ვულვერჰემპტონს”

ჟოაო ნევეში
დიდ ფეხბურთში დებიუტს ელოდებოდა

ლუკას ბერალდო
ბრაზილიაში ახალგაზრდულ ტურნირებზე თამაშობდა

GIPHY App Key not set. Please check settings