პაოლა საულინო – გახლავთ იტალიელი შოუგოგონა, რომელმაც პირდაპირ ეთერში Kiss Kiss Napoli ისაუბრა და ხვიცა კვარაცხელიას სიყვარულში გამოუტყდა:
საულინომ რამდენიმე დღის წინ აურზაური გამოიწვია, როდესაც აღიარა, რომ ჰქონდა რომანი „ჩელსის“ ამჟამინდელ და „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელ ჯორჯინიოსთან.
„კვარაცხელია? მე შეყვარებული ვარ მასზე, ის მახსენებს ჯორჯო ალბერტაცის (იტალიელი მსახიობი და კინორეჟისორი), რადგან ის აკეთებს რთულ საქმეებს და მათ ძალიან მარტივს ხდის. წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ არ ვიყავი სოციალური ქსელებში? ინსტაგრამზე აკრძალვის გამო.
თუ „ნაპოლი“ მოიგებს სკუდეტოს? ძალიან ცრუმორწმუნე ვარ და გამარჯვებებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მოვიგონებ, რადგან სკუდეტო უნდა აღინიშნოს.
ვისთან ერთად წავიდოდი სადილზე? კვარაცხელიასთან, სერია ა-ს პრინცთან. მასში ასე ცოტა გადაიხადეს. მე წავალ რომის „ოლიმპიკოზე“, რათა ვნახო „ნაპოლი“ „ჯალოროსის“ წინააღმდეგ (ეს მატჩი 23 ოქტომბერსაა).
GIPHY App Key not set. Please check settings