in

საგოლე მოქმედება ყველა მატჩში: მიქაუტაძის შესანიშნავი სტატისტიკა

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „ლანსთან“, მორიგი გოლი გაიტანა და 2025 წელს გამორჩეული სტატისტიკა დაუგროვდა – საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი ყველა შეხვედრაში საშუალოდ ერთი საგოლე მოქმედებას ასრულებს, – ინფორმაციას ActuFoot-ი ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძემ „ლანსს“ გაუტანა, 2025 წელს ქართველ თავდამსხმელს „ლიონსა“ და საქართველოს ნაკრებში ასეთი სტატისტიკა აქვს: 25 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა“.

აღსანიშნავია, რომ „ლანსთან“ გოლი ქართველების მიერ ტოპ 5 ლიგაში გატანილი მე-200 გოლი იყო.

24 წლის თავდამსხმელმა „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ტურნირების მიხედვით ასე გადანაწილდა:

ლიგა 1: 31 მატჩი, 10 გოლი, 6 საგოლე გადაცემა;
საფრანგეთის თასი: 2 მატჩი, 2 გოლი;
ევროპა ლიგა: 11 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.

მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მიქაუტაძეს საშუალოდ 128 წუთში ერთი გოლი გააქვს, რაც იმ თავდამსხმელებს შორის, ვისაც ლიგა 1-ში 10 გოლზე მეტი აქვს გატანილი, მესამე შედეგია:

  1. უსმანე დემბელე, „პარი სენ-ჟერმენი“ – 79 წუთში ერთი გოლი;
  2. მიკა ბირითი, „მონაკო“ – 89 წუთში ერთი გოლი;
  3. გიორგი მიქაუტაძე, „ლიონი“ – 128 წუთში ერთი გოლი.

    1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენი სიხარული, რამდენი ცრემლი: ინტერი ფინალშია – სიგიჟე და საოცრება მილანში

მთავარ მატჩში პსჟ უნდა ვათამაშო: ლუის ენრიკეს შოუ გუნდი და სიამოვნება უნდა