სპორტულმა მენეჯერმა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯოვანი (ჯანი) იმპორტამ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ქართველის ტრანსფერში „მთავარი დამნაშავეები“ დაასახელა:
„კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა გული დამწყვიტა. ამ ფეხბურთელს ყველა ასპექტში უზომოდ ვაფასებ. ახლა ეს ტრანსფერი აუცილებელი არ არის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს „ნაპოლის“ მიმართ უბრალოდ საგანგაშო მოქმედებაა.
მაცნობეს, რომ ხვიჩა თავისი მამის და აგენტის მსხვერპლია. იმედი მაქვს, „კვარა“ დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც გადაწყვეტილება მიაღებინა, მაგრამ მამის პატივისცემის გამო, ამაზე
ჯერ არაფერი უთქვამს. ის ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია. ერთი მისი მშობელია, მეორეს კი პირადი ინტერესები გააჩნია“.
–
The Athletic-ის ცნობით, “ლივერპული” ხვიჩა კვარაცხელიათია დაინტერესებული და შეიძლება მისი გადაბირების ვარიანტი განიხილოს, თუ იანვარში “ნაპოლის” დატოვებას გადაწყვეტს.
აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას შეძენა “ლივერპულისთვის” პრიორიტეტული მიზანი არ არის, მაგრამ მოვლენების განვითარებას აკვირდება და თუ საშუალება მიეცემა, ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაციები, რომ ხვიჩა დიდი ალბათობით პსჟ-ში გადავა და მისით აგრეთვე “მანჩესტერია” დაინტერესებული.
–
AreaNapoli-ს მტკიცებით, პსჟ ჩქარობს, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს და ქართველთან კონტრაქტის გაფორმებას ამ უქმეებზე იმედოვნებს. ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე თანახმაა.
Sportitalia წერს, რომ „ნაპოლის“ შეეძლო კვარაცხელია ზაფხულში 120 მილიონ ევროდ გაეყიდა და ახლა 80-85 მილიონს აიღებს.
რადიო Marte-ს წამყვანმა ჯანლუკა გიფუნიმ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ტრანსფერში 90 მილიონს მოითხოვს, კვარაცხელიას გასხვისება აუცილებელია, სხვა წინადადებებს არ უნდა დაელოდონ, რადგან შეიძლება მისი
ფასი დაეცეს, ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი გულშემატკივრები არ არიან და ვინაიდან ამ დღეებში „პარი სენ ჟერმენში“ გადავა, „ვერონასთან“, ალბათ, არ ითამაშებს.
–
„ეკიპი“ წერს, რომ პსჟ-დან რანდალ კოლო მუანის წასვლა და ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ გუნდში გადასვლა ახლოვდება.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას შეძენა „პარი სენ ჟერმენისთვის“ ზაფხულში პრიორიტეტული იყო, გასულ თვეებთან შედარებით მხარეებმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს და ნეაპოლური კლუბი ქართველის გაყიდვას არ გამორიცხავს.
თუმცა, „პარი სენ ჟერმენს“ სიფრთხილე მართებს, რამეთუ „მანჩესტერის“ სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს, რომელიც შეტევის გასაძლიერებლად, წასასვლელად გამზადებული მარკუს რეშფორდის შემცვლელს ეძებს და კლუბებს შორის ფეხბურთელების შესაძლო გაცვლის თაობაზე კონკრეტული საუბრები მიმდინარეობს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings