ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანურ „ჟირონასთან“ სპარინგში (1:1) ტრავმა მიიღო.
მას ყინულის საფენები დაადეს და კოჭლობით გავიდა გასახდელში. ამასთან დაკავშირებით „ნაპოლის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და განაცხდა, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საგაგაშო არ არის. კვარაცხელიამ უკვე დაიწყო ფიზიოთერაპიის კურსი, რის გამოც გამოტოვა ხუთშაბათის ვარჯიში.
კვარაცხელიას მარცხენა მუხლის ტრავმა სერიოზული არაა, რამდენიმე დღე მოუწევს მკურნალობა, ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, არ უვარჯიშია, 6 აგვისტოს “აუგსბურგთან” სპარინგში მონაწილეობას, ალბათ, არ მიიღებს, სეზონის დასაწყისში კი სათამაშოდ მზად იქნება.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს “ნაპოლი” 6 აგვისტოს გერმანული „აუგსბურგის“ წინააღმდეგ გამართავს, 11 აგვისტოს კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings