საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის ბოლო მატჩი საბერძნეთთან გამართა და წააგო – 9:18.
ჩვენებმა კარგად დაიწყეს, თუმცა უფრო გამოცდილმა მეტოქემ უპირატესობის მალევე მოიპოვა, დაწინაურდა და თამაში ისე დასრულდა, საქართველოს მიახლოების შანსი არც ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდში 6 გოლი შეაგდო მარკო ელაჩამ.
საბერძნეთი შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზეც ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოს და საბერძნეთის წყალბურთელები ოფიციალურ ტურნირებში 2014 წლიდან 9-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ჩვენმა ნაკრებმა ყველა შეხვედრა წააგო.
საქართველო – საბერძნეთი 9:18 (2:5, 3:6, 3:3, 1:4)
საქართველო: რაზმაძე, ახვლედიანი, დადვანი, შუშიაშვილი (1), ბითაძე, ელაჩა (6), ტყეშელაშვილი, ძიხწიარენკა (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ვასიჩი, პიეშივაცი (1), კაპანაძე
საქართველომ ჯგუფური ეტაპი მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა არ დასრულებულა ტურნირი. წაგებისა და ბოლო ადგილის მიუხედავად, ჩვენები მაინც ითამაშებენ მერვედფინალში. მეოთხედფინალის საგზურისთვის, სავარაუდოდ, D ჯგუფიდან რუმინეთს შეხვდებიან, რომელმაც ჯგუფში ორი მატჩი მოიგო და ლიდერა.
ევროპის ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის მიხედვით, A და B ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები პლეი ოფში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მერვედფინალში C და D ჯგუფების პირველ და მეორე ადგილებზე გასულ გუნდებს შეხვდებიან მეოთხედფინალში გასასვლელად.
საქართველოს მერვედფინალური შეხვედრა 11 იანვარს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings