საბა ხარებაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას თურქეთში გააგრძელებს და „ბაშაქშეჰირის“ ღირსებას დაიცავს.
17 წლის ქართველი მცველი თურქულ კლუბს სექტემბრიდან შეუერთდება, როდესაც სრულწლოვანი გახდება. მანამდე თბილისის “დინამოში” ითამაშებს.
კონტრაქტი 2030 წლის ივლისამდე გაფორმდა.
transfermarkt-ის მიხედვით ხარებაშვილის ფასი 1.2 მილიონი ევროა.
“ბაშაქშეჰირმა” უკვე წარადგინა ქართველი ფეხბურთელი.
“ბაშაქშეჰირი” 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-6 ადგილზეა. გუნდის მწვრთნელი ცნობილი ფეხბურთელი ნური შაჰინია.




ხარებაშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო 2024 წლიდან მთავარ გუნდში.
2024 წლის 11 ივლისს ხარებაშვილმა კონფერენს ლიგაზე ითამაშა და უეფას საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელიც მოედანზე გავიდა – 15 წლის, 10 თვის და 8 დღის.
2025 წლის ივნისში საბამ ფარერბთან ამხანაგურ მატჩში ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩვენს ნაკრებში დებიუტი ჰქონია – 16 წლის, 9 თვის და 2 დღის.


GIPHY App Key not set. Please check settings