დღეს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტი აიღო ზამთრის 24-ე ოლიმპიურმა თამაშებმა. საქართველოს სახელით პეკინში 9 სპორტსმენი ასპარეზობს.
მათ შორის მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი, რომელმაც საცდელი დაშვება უკვე განახორციელა.
როგორც უკვე იცით, საბა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილია.
ამ თემაზე სტატია ცნობილმა Guardian-მა გამოაქვეყნა.
“ჩვენს ოჯახში ყველა თაობაში იყო ერთი სპორტსმენი. ახლა, ნოდარის გზას მივყვები. მასზე ფიქრი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ეს ძალას მმატებს”, – თქვა საბა ქუმარიტაშვილმა.
საბა ქუმარიტაშვილი: დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ნოდარის შემდეგ ოლიმპიადაზე მე უნდა წარვსდგე
GIPHY App Key not set. Please check settings