in

საბა ლობჟანიძის 4 თანაგუნდელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დირექტორს ჯერ ისევ ეძებენ

თურქეთში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ ყველა შეაშფოთა. ტრაგედია დატრილადა ჰათაის პროვინციაში, რომლის გუნდის „ჰათაისპორის“ წევრი ჩვენი საბა ლობჟანიძეა. საბედნიეროდ ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, თუმცა დაშავდნენ მისი თანაგუნდელები.
საუბარია ოთხ ფეხბურთელზე, ხოლო სპორტულ დირექტორ ტანერ სავუტის ჯერ ისევ ეძებენ.

გუნდის მწვრთნელმა ვოლქან დემირელმა დახმარებისთვის სოციალური მედიის საშუალებით მიმართვა გაავრცელა და აქედან გახდა ცნობილი ამ ამბავზე.

მოგვიანებით კლუბში განაცხადეს, რომ ბურაქ ოქსიუზი, კერემ ალიჩი და ონურ ერგუნი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ნანგრევებიდან ამოიყვანეს კრისტიან ატსუც, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული და სუნთქვა უჭირს, აი სპორტული დირექტორს კი ჯერჯერობით კვლავ ეძებენ.

სხვათა შორის, 30 წლის განელი კრისტიან ატსუ 2013-14 წლებში „ვიტესში“ გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ მეცს მოაგებინა: გოლი და პასი – გიორგი ბომბარდირია

ის არის მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე: იტალია კვარათი გადარეულია