გერმანულმა transfermarket-მა თურქეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
ჩვენთვის რასაკვირველია განსაკუთრებულ ინტერესს თურქეთში მოღვაწე ქართველი ფეხბურთელები იწვევს.
საქართველოს ნაკრების თურქული “ჰატაისპორის” შემტევი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება 300 000 ევროთი გაიზარდა და ის 3 700 000 ევროს შეადგენს. 27 წლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.
საბას ბრწყინვალე სეზონი აქვს. მიმდინარე სეზონში მან თურქული გუნდის მაისურით 18 შეხვედრაა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 6 საგოლე პასია.
რაც შეეხება ვატო არველაძეს. ვატოს “ქარაგიუმრუქში” საკმაოდ რთული პერიოდი უდგას და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. მისი სარტანსფერო ღირებულება 250 000 ევროთი გაძვირდა და მხოლოდ 200 000 შეადგენს.
GIPHY App Key not set. Please check settings