in ,

საბა ლობჟანიძე: ფენერბაჰჩეში სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ…

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში თურქული “ჰათაისპორის” შემადგენლობაში 32 მატჩში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს, რითაც თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. საბამ არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

მისი “ჰათაისპორი” 49 ქულით მე-9 ადგილზე და ჯერ კიდევ ინარჩუნებს ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს.

გუშინ, თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი გარემარბით თურქული “ფენერბაჰჩეა” დაინტერესებული. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ Sport4me.ge საბა ლონჟანიძეს თურქეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

საბა, მიმდინარე სეზონში “ჰათაისპორის” ერთ-ერთი ლიდერი ხარ და გამორჩეული სეზონი გაქვს. თავად რამდენად კმაყოფილი ხარ ამ სეზონში შენი თამაშით?

კმაყოფილი არ ვარ-მეთქი, რომ ვთქვა, სასაცილო იქნება. კარგი სტატისტიკა მაქვს და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე ვარ. უკეთესი ყოველთვის შეიძლება და ზოგადად მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. ყოველთვის კონკრეტული თამაშისთვის ვემზადები და ვცდილობ იმ კონკრეტულ შეხვედრაში ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. იმაზე ნაკლებად ვფიქრობ სეზონის ბოლოს რამდენი გოლი და საგოლე პასი მექნება.

თურქულ მედიაში შენი მისამართით “ფენერბაჰჩეს” ინტერესზე დაიწერა. თურქული წყარო წერდა, რომ “ფენერბაჰჩეს” წარმომადგენლები შენს მენეჯერსაც შეხვდნენ. ამის შესახებ რა შეგიძლია გვითხრა?

მეც გავეცანი ამ ინფორმაციას. რამდენიმე კლუბი როცაა შენით დაინტერესებული მოთამაშისთვის სასიამოვნოა, რადგან ესეიგი ღირებული ფეხბურთელი ხარ. ასეთი გუნდისგან ინტერესი სასიამოვნოა და მათ რიგებში სიამოვნებით ვითამაშებ, მაგრამ ჯერ რაიმე ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, თან “ჰათაისპორთანაც” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. რა და როგორ იქნება მომავალში არ ვიცი, ამ ეტაპზე მხოლოდ შემდეგ მატჩებზე ვარ კონცენტირებული.

ჩემპიონატის დასრულებამდე ცოტაა დარჩენილი. “ჰათაისპორი” ჯერ კიდევ ინარჩუნებს ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს. რამდენად რეალურია ეს?

ძალიან რთული იქნება. წელს სუპერლიგაში განსაკუთრებით დიდი კონკურენციაა. ცხრილში გუნდები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. მეცხრე ადგილზე ვართ და ევროტურნირების ზონას მხოლოდ 5 ქულით ჩამოვრჩებით.

საქართველოს ნაკრებზეც გადავიდეთ. ზაფხულში უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის ერთა ლიგაზე. ჯგუფს და ჩვენი ნაკრების შანსებს როგორ შეაფასებ?

რთული ჯგუფია. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდთან აშკარა ფავორიტები ვართ, ან ისინი არიან ჩვენთან ფავორიტები. ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს ჯგუფის მოგების. გიბრალტარს ალბათ მაინც ნაკლებად. ყველა პირველობისთვის იბრძვის. ყველა გუნდს თავისი პლუს-მინუსები აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი პლუსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია.

რას ეტყოდი ქართველ გულშემატკივარს?

ქართველი ქოომაგისთვის მადლობის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ყველაფრის მიუხედავად, ისინი ჩვენს გვერდით არიან. იმედია, ზაფხულში ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება და ამაში გულშემატკივრების თანადგომა ძალიან გვჭირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აძურისთან ისტორიულ მატჩს ზელანდიელი განსჯის: ამაშუკელი პრეტორიაში იმსაჯებს

შერმადინი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრი გახდეს – დაუჭირე მხარი და მიეცი ხმა: ნახე ბმული