in

საბა ლობჟანიძე ტურის ყველა ვარსკვლავშია

საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ MLS-ის ბოლო ტურში 2:1 მოუგო ერთ-ერთ ლიდერ „კოლუმბუს ქრიუს“. ქართველი შემტევმა ორი საგოლე პასი მიითალა და გუნდის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი.

ლობჟანიძემ ორჯერ ჩააწოდა კუთხურიდან ბურთი საჯარიმოში, სტიან გრეგერსენმა კი დუბლი შეასრულა (ცხადია ისიც მოხვდა სიმბოლურში).

ლობჟანიძეს ეს დაუფასდა და MLS-ის „ყველა ვარსკვლავის“ გუნდში, ანუ იგივე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

საბამ ატლანტას მოაგებინა, ბუდუ დიდებულად დაბრუნდა: დვალის ტრავმა საშიში არ არის- ლეგიონერები

ლობჟანიძეს MLS-ში გადასვლის (2023) შემდეგ 11 საგოლე პასი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენიანი კლუბის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც 30 მატჩში მინიმუმ 20 გოლში მიიღო მონაწილეობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბამ ატლანტას მოაგებინა, ბუდუ დიდებულად დაბრუნდა: დვალის ტრავმა საშიში არ არის- ლეგიონერები

აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა