“საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვერკველია “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს”, – წერს ქუთაისური კლუბის ოფიციალური გვერდი.
33 წლის ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
საბა კვირკველიას წლების განმავლობაში რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა, საუდის არაბეთის ლიგაში აქვს ნათამაშები.
საქართველოში 2022 წლის აპრილში დაბრუნდა და “გაგრას” ფეხბურთელი გახდა, მეორე დაბრუნება კი გასული წლის სექტემბერში შედგა, როცა თბილისის “დინამოს” მაისურა მოირგო.
კვირკველიამ საქართველოს ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings