in

საბა გოგლიჩიძე უდინეზეში გადავიდა

საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ „უდინეზეში“ გადავიდა და ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიის სერია A-ში ქართველი ფეხბურთელი ისევ ითამაშებს – ინფორმაციას sport.sky.it-ი ავრცელებს.

„„უდინეზეს“ ახალი შენაძენი: გუნდს საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ შეუერთდა. მცველი 5-წლიან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. სატრანსფერო თანხა 4 მილიონი ევროა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „კალიარისაც“ ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ „უდინეზემ“ კონკურენტს აჯობა.

2004 წელს დაბადებული გოგლიჩიძე სიმაღლით 193 სმ სიმაღლისაა. იგი იტალიაში 2024 წლის იანვარში ჩავიდა და „ემპოლის“ მაისურით 36 მატჩი ჩაატარა. ამჟამად კი ახალ თავგადასავალს „უდინეზეში“ დაიწყებს“, – წერს sport.sky.it-ი.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლის“ სერია A-დან გავარდნის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ საბა საზონოვი დარჩა, რომლის ტრანსფერიც „ტორინოს“ ეკუთვნის. იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მას გოგლიჩიძეც შეუერთდება.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძე სასუოლოსთან ახლოსაა

ლოჩოშვილის დებიუტი გერმანიაში: ნიურნბერგმა პირველი წააგო