შესაძლოა, ამ უქმეებზე საბა გოგლიჩიძემ “ემპოლის” მაისურით ბოლო მატჩი ჩაატაროს. Hitc.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მცველით “ნოტინგემია” დაინტერესებული.
შთამბეჭდავი პრემიერლიგური სეზონიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნუნუ ეშპირიტუ სანტუს არაერთ შეგირდს წამყვანმა ევროპულმა კლუბებმა დაადგეს თვალი…
მაგალითად, მურილიო სანტიაგო კოშტა “რეალის” ინტერესთა სფეროში აღმოჩნდა და დიდია იმის ალბათობა, 22 წლის ბრაზილიელი მცველი ამ ზაფხულს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდეს.
როგორც Hitc.com წერს, სწორედ მურილიოს შემცვლელად ესახება “ნოტინგემს” 20 წლის გოგლიჩიძე, რომელმაც ამ სეზონში 32-ჯერ მოირგო “ემპოლის” მაისურა.
რას სახის გარიგება შეიძლება მოხდეს “ნოტინგემსა” და “ემპოლის” შორის? შესაძლოა, ეს იყოს იჯარა, მაგრამ, თუ იტალიური კლუბი გავარდა, იქნებ გაყიდონ კიდეც. ამ დროისთვის გოგლიჩიძის სატრანსფერო ფასი, “ტრანსფერმარკტის” მონაცემების გათვალისწინებით, 8 მილიონი ევროა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings