in

საბამ ატლანტას მოაგებინა, ბუდუ დიდებულად დაბრუნდა: დვალის ტრავმა საშიში არ არის- ლეგიონერები

საბა ლობჟანიძემ MLS-ში თავი ისევ გამოიჩინა და „ატლანტას“ საშინაო შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერის, „კოლუმბუსის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.
ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა.
ნორვეგიელმა მცველმა სტიან გრეგერსენმა მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ორივე გოლი კი ლობჟანიძის მარცხნიდან შესრულებული კუთხურის შემდეგ გაიტანა.
შეფასება – 7.8, რაც ორივე გუნდში მეორე შედეგია.
საბამ მიმდინარე სეზონის 29 მატჩში 6 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.

ევროპა მოვლილი და ესპანეთში დასვენებული ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ დაუბრუნდა და თან როგორ: „ჰოფენჰაიმთან“ საკონტროლო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა – 4:1.
ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს. ანგარიში მისი პასით მე-17 წუთზე გაიხსნა, 21-ე წუთზე კი უკვე თავად გაიტანა.
ანგარიშის გაქვითვიდან რამდენიმე წუთში ზივზივაძემ თავისი მეორე გოლიც გაიტანა.
„კარლსრუე“ კიდევ ორ ტესტმატჩს ითამაშებს, შინ 24 ივლისს „მიუნხენ 1860“-ს უმასპინძლებს, ხოლო 27 ივლისს „სტრასბურს“.

ლაშა დვალის ტრავმა საშიში არაა, მაგრამ შესაძლოა გართულების თავიდან ასაცილებლად, ქართველმა მცველმა მოლდოვურ „პეტროკუბთან“ 23 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.
დვალმა აეკ-თან ამხანაგურ მატჩში კუნთის ტკივილი იგრძნო. ერთი შეხედვით, ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ აპოელ-ის მწვრთნელმა სიფრთხილე გამოიჩინა და ფეხბურთელი მაინც შეცვალა.
ტრავმის სირთულის შესაფასებლად ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიონში დაბრუნება მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა არ დამისრულებია 

საბა ლობჟანიძე ტურის ყველა ვარსკვლავშია