„ატლეტიკომ“ და „ვილიარეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრის შედეგებზე პროტესტი შეიტანეს და შესაბამისად წილისყრა თავიდან გაიმართება. გუნდების განაწილების დროს უხეშად დაირღვა წესი – ამ ინციდენტის გამო კი მესის პსჟ დაეჯახა რონალდოს „მანჩესტერს“.
„ვილიარეალის“ მეტოქის გარკვევისას რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბურთულა ამოიღო, მაგრამ ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, ამიტომ გუნდები გადათამაშდნენ – მეორე ჯერზე ამოვიდა „სიტი“. ამის გამო „მანჩესტერი“ ვერ შეხვდა „ატლეტიკოს“, სამაგიეროდ იქ აღმოჩნდა „ლივერპული“, რომელიც მადრიდელებთან ერთ ჯგუფში იყო, რაც ტრანსლაციის დროსაც ჩანდა.
განცხადება უეფამაც გააკეთა, აღნიშნა, რომ სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული, მიზეზად პროგრამული უზრუნველყოფა მოიყვანა და დაადასტურა, რომ წილისყრა თავიდან გაიმართება.
სოცქსელების მომხმარებლებიც უკმაყოფილო არიან და ხელახლა წილისყრას ითხოვენ.
„აშკარაა რომ წილისყრა თავიდან უნდა ჩტარდეს“ – დაწერა Manchester Evening News-ის რედაქტორმა.
„წილისყრა ფალსიფიცირებული“, – განაცხადა Abhay-მა.
იტალიელმა ინსაიდერმა ტანკრედი პალმიერიმ აცნობა, რომ წილისყრა დღეს საღამოს თავიდან ჩატარდება, თბილისის დროით 18:00 საათზე.
მესი და რონალდო ისევ შეხვდებიან: ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები დაწყვილდნენ – დიდი ჯახის მოლოდინში
GIPHY App Key not set. Please check settings