რუსეთის ღია აგრესიას უკრაინაში უკვალოდ ლამის არსად ჩაუვლია. ფეხბურთში ყველა ტურნირიდან მოკვეთეს, იგივე ბედი ეწიათ კალათბურთსა და ჩოგბურთში.
არსებობს ასეთი ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე. ალბათ, გიკვირთ ქართველია რატომ გვესმის პირველადო. საქმე ისაა, რომ 29 წლის ძალამიძე რუსეთში დაბადებული და გაზრდილია და თებერვლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობისას პრობლემა არსად შექმნია.
ჰო, არ გეცნობათ ალბათ იმიტომაც, რომ ერთეულთა თანრიგში თითქმის არ თამაშობს. მისი სწორება წყვილებზე გადის და უიმბლდონზეც, წყვილთა თანრიგში იასპარეზებს. კარიერის მანძილზე 2 ტიტული და 370.000 ამერიკული დოლარი აქვს ნაშოვნი.
GIPHY App Key not set. Please check settings