რუსულ გამოცემა Sport24.ru -ს თბილისის “დინამოს” სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა სერგეი ბოიკომ, რომელიც გუნდში გიორგი ნემსაძესთან მუშაობდა, ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ამ ინტერვიუში, ამჟამად ვლადივასტოკის “დინამოს” მთავარმა მწვვრთნელმა თბილისურ კარიერაზე, საქართველოს ჩემპიონატსა და ფეხბურთელებზე, ასევე თბილისის “დინამოდან” მოსკოვის “დინამოში” ლუკა გაგნიძის ტრანსფერზე ისაუბრა.
“საქართველოში ფეხბურთელების ხარისხი კარგია, ბევრი ღირსეული ლეგიონერია. მაგრამ თავად ფეხბურთი ნელია. ისინი არ ჩქარობენ და ამ სიტუაციის შეცვლა ძალიან რთულია.
როგორც ვიცით საქართველოში პირველად შეამჩნიეთ, ლუკა გაგნიძე რომელიც ახლა რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს.
“დინამოში” მისვლის შემდეგ პირველად აკადემიის გუნდის თამაშზე წავედი. მაშინ ვნახე როგორ თამაშობდა ლუკა გაგნიძე დუბლებში. მაშინვე ვიკითხე თუ როგორი ბიჭი იყო. მითხრეს, რომ ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი არ გამოუძახებიათ. მოვითხოვე, რომ მეორე დღეს ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშზე ყოფილიყო. ასე დაიწყო ყველაფერი.
მას ძალიან ოპერატიული აზროვნება აქვს, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. კარგია ბურთით. ფეხბურთელების უმეტესობა ფიქრშიც არ გაივლებს იმას, რასაც ის ასრულებს. ერთადერთი, მას ბურთთან მოქმედებაში სისწრაფის მომატება სჭირდება. ჩემი აზრით, ცოტა მეტხანს აყოვნებს, თუმცა ერთია, როცა საქართველოში თამაშობ და მეორე – რუსეთში. მოგწონს თუ არა, რუსეთში ვითარება გაიძულებს სწრაფად იმოქმედო. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.
რატომ არ იძახებენ ნაკრებში?
შესაძლოა იმის გამო, რომ ათლეტური აღნაგობის არ არის და ძალისმიერ ფეხბურთს ვერ აჩვენებს. საქართველოშიც, როგორც რუსეთში, ყველასგან შედეგს ითხოვენ და ალბათ ამის გამო ვერ ამჩნევდნენ. “დინამო 2”-შიც მისი, როგორც ფეხბურთელის მიმართ, ყველას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ვერავინ ხედავდა მის ადგილს უმაღლეს ლიგასა თუ პრემიერლიგაში. მაგრამ შემდეგ მან ძირითადში 15 მატჩი ჩაატარა და მაშინვე რუსეთის პრემიერლიგაში წავიდა.
რაც შეეხება მოსკოვის “დინამოში” მის ტრანსფერს, რუს აგენტებს ვთხოვე, ყურადღება მიექციათ ამ ფეხბურთელისთვის. ისინიც ჩამოვიდნენ თბილისში, ნახეს ლუკა, დაელაპარაკნენ პრეზიდენტს, შეათანხმეს პირობები და გარიგებაც შედგა.
GIPHY App Key not set. Please check settings