in ,

რუსი არბიტრი:ყველა ყვიროდა ხვიჩა, ხვიჩა-ეს კავკასიელებზე ცუდად მოქმედებს

რუსულმა გამოცემამ tnv.ru-მ რუს არბიტრ სერგეი ხუსეინოვთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი ძირითადად ყაზანის “რუბინს” მის დღევანდელ მდგომარეობას შეეხო. ის გუნდის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

“ამ მომენტისთვის, “რუბინი” სახელების მიხედვით უკეთესი გუნდია. მაგრამ, ამავდროულად, თამაშის ხარისხი აშკარად დაწეულია. ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, წინა სეზონში ყველა კუთხიდან ისმოდა, ხვიჩა, ხვიჩა! სულ იყო საუბრები, სად წავა? “მანჩესტერში”? და ამ შემთხვევაში, ადამიანი ძალაუნებურად ამცირებს საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნებს.

ეს დამახასიათებელია კავკასიური წარმოშობის ფეხბურთელებისთვის. შედეგად რას იღებ? სათამაშო ფორმის დაკარგვას. “რუბინის” შემადგენლობა სახელების მიხედვით მშვენიერია, მაგრამ თამაშის მიხედვით არა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს “- განაცხადა სერგეი ჰუსეინოვმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-ს ფეხბურთელი მეძავმა გაძარცვა

აიაქსი მეფობს: ევროპის საუკეთესო აკადემიების რეიტინგი