წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა ხმაურიანი ინტერვიუ მისცა, სადაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსებმა საშინაო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშები იყიდეს, მათ შორის ესპანეთთან პლეი-ოფის შეხვედრა და ამაში თვით ესპანეთის მეფეც იყო გარეული.
ყველა თამაში იყიდეს. რა, არ იცით ამის შესახებ?
საშინაო ჩემპიონატს ვთამაშობდით. როგორც კორეა და იაპონია, როდესაც იტალიელები უბრალოდ მოკლეს.
მსოფლიოზე ყურებით მიგვათრევდნენ. თანაც ვის ვეთამაშეთ? ურუგვაის, რომელმაც უპრობლემოდ გვაჯობა (3:0). ესპანეთს, რომელიც გაუგებრად თამაშობდა. ეს ძალიან უცნაური თამაში იყო. მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში ყველაფერი გაცხადდება.
მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე ასეთი რამ შესაძლებელია?
არ დაფიქრებულხართ, ერთ დღეში რატომ მოაშორეს ესპანეთის მწვრთნელი? დააყენეს იერო, რომელიც შედეგის მიუხედავად მაინც დარჩებოდა ფედერაციაში. ფიქრობთ, ესპანეთის მეფე უბრალოდ ჩამოვიდა? დამიჯერეთ, არის ინფორმაცია და ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ამოტივტივდება. ბევრ საინტერესოს გაიგებთ.
გჯერათ, რომ ასეთ რამეში ინიესტა და რამოსის დონის ფეხბურთელები მიიღებდნენ მონაწილეობას?
მომისმინეთ, ესპანეთის მეფე ღია ტექსტით რომ მიგანიშნებთ, რას უპასუხებთ? ჰოდა, უბრალოდ აგორავეს ბურთი, არ გამოიჩინეს ინიციატივა.
ესპანეთში სხვა მენტალობაა, ქვეყნის ლიდერზე ასე არ არიან დამოკიდებული.
კიდევ ერთხელ ვამბობ: გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ჩამოვიდა ესპანეთის მეფე, იყო კონკრეტული შეთანხმება.
ამ ვერსიის თავად გჯერათ?
მჯერა და არის ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისგან, ფეხბურთელებისგანაც კი. მინდა, რომ ეს ჩემგან არ მოდიოდეს, არამედ თავად ფეხბურთელებმა თქვან. ადრე თუ გვიან აღიარებენ. მოვა დრო და ყველაფერს გარკვევით იტყვიან.
ანდრეი კანჩელსკისი საბჭოთა და რუსი ფეხბურთელია, რომელსაც თვით „მანჩესტერშიც“ (1991-95 წწ, 123 მატჩი, 28 გოლი) უთამაშია (ასევე „ევერტონში“, „ფიორენტინაში“), თუმცა ის წარმოშობით უკრაინელია და ინგლისში წასვლამდე კიევის „დინამოსა“ და „შახტარში“ თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings