in

რუსეთის ნაკრებში ორ ქართველს უხმეს

რუსეთის რაგბის ნაკრებმა, რომელიც ახალი სამხრეთ აფრიკელი მთავარი მწვრთნელის დიკ მუირის ხელმძღვანელობით 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის” ემზადება, გაფართოებულ შემადგენლობაში ორ ქართველ მორაგბეს უხმო.

ესენი ყაზანის “სტრელას” მორაგბე ნიკოლაი კაზალიკაშვილი და ფრანგული “კარკასონის” მორაგბე ნიკოლოზ ნარმანია არიან.

ნარმანია გასულ 2019-20 წლების სეზონში სარაგბო კლუბ “არმაზის” ღირსებას უცავდა და საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრიც იყო.

შეგახსენებთ, 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” საქართველო-რუსეთის მატჩი 27 თებერვალს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თალესი: ჩვენ საქართველო გვაერთიანებს

შერმადინის ორმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა: გიო მაკფადენთან დამარცხდა