რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების მეკარე ივან ფედოტოვი დაკავების შემდეგ სამხედრო კომისარიატში გადაიყვანეს. მან მოსკოვის “ცსკა”-თან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერის “ფილადელფია ფლაიერსში” გაგრძელება სურდა, თუმცა ბრალი სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდებაში დასდეს და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მიხედვით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ჰოკეისტმა კომისარიატში თავი შეუძლოდ იგრძნო და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ივანს გასტრიტი გაუმწვავდა და მკურნლობას საჭიროებდა. ფედოტოვს ორი არჩევანი დარჩა – ან სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო ან სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო.
დღეს ადვოკატმა მედიას აცნობა,
რომ თავისი კლიენტი ჰოსპიტალიდან ღამით ქალაქ სევერომორსკის სამხედრო ნაწილში წაიყვანეს, რომელიც არქტიკულ წრესთან მდებარეობს.
GIPHY App Key not set. Please check settings