სანამ უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებები დაიწყებოდა და რუსეთს სპორტში ყველაფრიდან მოკვეთავდნენ, 27 თებერვალს “დინამო არენაზე” საქართველო რუსეთის 26-ე სარაგბო დაპირისპირება იყო დაგეგმილი.
ეს “ბორჯღალოსნებისთვის” ისტორიული 250-ე დაპირისპირება იქნებოდა და უძლიერესი შემადგენლობა იყო შეკრებილი, მაგრამ ამის მიუხედავად რუსთა სამხრეთ აფრიკელი მთავარი მწვრთნელი დიკ მიური იმედიანად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ამ ფორმაციის რუსეთის ნაკრებს საქართველოს დამარცხება შეელო.
“გუნდში იყო რწმენა, რომ პირველად 29 წლის შემდეგ ჩვენ საქართველოს მოვუგებდით. ძალიან გვსურდა თბილისში ჩასვლა და 50 000 გულშემატკივრის თანდასწრებით “ბორჯღალოსნების” დამარცხება, მაგრამ ასე არ მოხდა. ბიჭებმა დიდი შრომა ჩადეს ახალი ტაქტიკის დამუშავებაში და გუნდში შესანიშნავი განწყობა იყო. რუს მორაგბეებს დიდი მომავალი აქვთ და იმედია ეს სანქციები მალე მოიხსნება”, – თქვა დიკ მიურმა.
GIPHY App Key not set. Please check settings