რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინის ქვეყანა (ბელარუსთან ერთად) სპორტში მკაცრად დაისაჯა, მონაწილეობას, ფაქტობრივად, ვერსად ახერხებს. თუმცა კრივის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, ისინი ტურნირებზე დაუშვან, სახელმწიფო დროშითა და ჰიმნით.
“IBA პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელია. ამავდროულად, ნებისმიერ კონფლიქტში მშვიდობისმყოფელად რჩება. ორგანიზაცია ვალდებულია, სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს ერთნაირი პირობები შეუქმნას, მიუხედავად მათი ეროვნებისა” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებას უკრაინის კრივის ფედერაციამ სამარცხვინო უწოდა. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ თქვა:
“კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBA) ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები უგულებელყო და მთელი მსოფლიოს წინაშე თავი დასაცინი გაიხადა. კრივი უკეთესს იმსახურებს.”
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი უკრაინელი ირონიულად წერს, რომ ამით ვლადიმირ პუტინს დაბადების დღის (7 ოქტომბერს აქვს) საჩუქარი გაუკეთეს.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
GIPHY App Key not set. Please check settings