in

რუსებს ევროპის მიღმა ტოვებენ: უეფა დისკვალიფიკაციას არ მოხსნის

უეფამ ძალაში დატოვა რუსული კლუბებისა და ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, რუსეთის ქალაქი ყაზანი ვეღარ უმასპინძლებს უეფას სუპერთასს 2023 წელს.

ამ გადაწყვეტილებების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადებენ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. მანამდე კი უეფას ხელმძღვანელები რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხალხს შეხვდებიან და მოძალადეების ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ (უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში).

რუსულ ნაკრებებსა და გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის უფლებას მხოლოდ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დართავენ.

ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან 2022 წლის 28 თებერვალს მოკვეთა და ვერდიქტი ძალაში შემდგომ შეტყობინებამდე იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამომ სენეგალის ნაკრების ფორვარდი დაიმატა: ჯერ ერთი წლით

უკრაინელები პრემიერლიგას იპყრობენ: მუდრიკი ყველაზე სწრაფია, მატვიენკო ბრაიტონში გადადის