„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოყვა, რამდენი სურდა „რუბინს“ მიეღო ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ.
ფანები ყოველთვის მართლები არიან, მათ შეუძლიათ რაც უნდა ის თქვან და ცხადია ისინი სკეპტიკურად გვიყურებდნენ. მაგრამ მე ჯერ კიდევ 30 მაისს ვამბობდი, რომ სკუდეტოს მოვიგებდით.
მაგრამ სპალეტიც სკეპტიკურად იყო განწყობილი.
ჩვენ კარგი მწვრთნელი გვყავს, ადრეც კარგი მწვრთნელები გვყავდა. მან სამწვრთნელო საქმეს უნდა მიხედოს, არ არის ვალდებული ყველა ფეხურთელი იცოდეს. ჩვენ კი ამ სეზონში რამდენიმე კარგი მოთამაშე მოვიყვანეთ.
უნდა შევაქოთ ჯუნტოლი. მან ჯერ კიდევ 2020 წელს შეამჩნია ხვიჩა, მაგრამ მაშინ უარი ვთქვით მის ყიდვაზე, რადგან ჩვენი წაგება 200 მლნ ევროს შეადგენდა, „რუბინი“ კი 30 მილიონს ითხოვდა. მაშინ ჩანდა, რომ ამდენი ფულის დახარჯვა 18 წლის მოთამაშეში, შეუსაბამო იდეა იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings