საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი დებიუტანტია: ვილი სანიოლმა წყალტუბოს „სამგურალის“ 24 წლის მეკარე ლევან შოვნაძე გამოიძახა. შეკრებაზე მისულ ახალწვეულს სიურპრიზი ელოდა – მას საგანგებოდ მისთვის დამზადებული სიგელი დაახვედრეს. ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ბედნიერებაა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და კიდევ მეტად სასიხარულოა, როცა ნაკრებში ასეთი სიურპრიზით გხვდებიან! ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, მიღწეულზე არ შევჩერდე, პროგრესი გავაგრძელო და ეროვნულ გუნდში დავიმკვიდრო ადგილი“.
ბათუმელი შოვნაძე „სამგურალში“ 2022 წლის დასაწყისში მიიწვიეს და მას შემდეგ წყალტუბოელთა ძირითადი მეკარეა. მას ამ სეზონში უკვე 10 მშრალი მატჩი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings