საქართველოს ფუტსალის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რონინიომ საკუთარი facebook-ის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 10-იანი უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებს და იგი დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში უკრაინა გაიმარჯვებს.
“ჩემო საყვარელო უკრაინელო მეგობრებო. მიჭირს რაიმის თქმა, რომ ის ტკივილი შეგიმსუბუქოთ, რასაც თქვენ ახლა განიცდით. ღმერთი თქვენს მხარესაა და მჯერა თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. ყველანი ვლოცუულობთ თქვენთვის. დიდება უკრაინას!” – თქვა რონინიომ ვიდეომიმართვისას.
შეგახსენებთ, ოკუპანტი რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. შეჭრამდე რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახელმწიფოების დამოუკიდებლობა აღიარა.
GIPHY App Key not set. Please check settings