in

რონალდუ ნაპოლიში?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, კრიშტიანო რონალდო “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს. ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და მასთან მუშაობა აღარც “მანკუნიანელთა” თავკაც ერიკ ტენ ჰაგს სურს.

The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანოს დამატებას “ნაპოლი” შეეცდება, ესპანური გამოცემა Marca კი სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე წერს და პორტუგალიელის მომდევნო გუნდად სწორედ “პარტენოპეის” ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დამატება “ჩელსისაც” სურს, “ნაპოლი” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება. მოთამაშესთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, კრიშტიანოს სერია A-ში დაბრუნება სურს, სადაც 3 სეზონის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსში” იასპარეზა.

იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს, რონალდომ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი უნდა თქვას. “ნაპოლიში” ყველაზე მეტს პიოტრ ზელინსკი (წელიწადში 5.4 მილიონი) გამოიმუშავებს, პორტუგალიელი კი – 26.8 მილიონს. 37 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს. ამიტომ არაა გამორიცხული, ზამთარში კვლავ იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ღვინიაშვილთან ეს დამღუპველია!

ვიდეო: შახტარის ფეხბურთელმა საოცარი მომენტი გაანიავა და შესაძლოა 1/8 ფინალის საგზურიც დაიკარგა