in

რონალდომ დაბრუნება უარყო, ბაიერნმა დე ლიხტი შეითანხმა, დიბალამ რომი აირჩია: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ბოლო პერიოდში კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი ბრიტანულ და სხვა ევროპულ გამოცემებში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია. აქტიურად იწერებოდა, რომ რონის „მანჩესტერის“ დატოვება და კარიერის სხვაგან გაგრძელება სურდა, თუმცა წითლები მის გასხვისებას არ გეგმავენ. ბოლო დღეებში კი გააქტიურდა მშობლიორი კლუბის, „სპორტინგის“ თემა, თუმცა რონალდუმ ამ ყველაფერს ფეიკ ნიუსი უწოდა.

მიუნხენის „ბაიერნმა“ მატიის დე ლიხტის ტრანსფერი დახურა. 22 წლის ნიდერლანდელი მცველის სანაცვლოდ „იუვე“ 80 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დე ლიხტი 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. წყარო – ფაბრიციო რომანო.

პაულო დიბალა „რომას“ მოთამაშეა. ტურინის „იუვენტუსიდან“ აბარგებულმა, 28 წლის არგენტინელმა ჟოზე მოურინიოსთან მიაშურა და ხელი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა. აქტიურად იწერებოდა დიბალას „ინტერში“ გადასვლის შესახებ, მაგრამ განსაკუთრებული ფაქტორმა ყველაფერი გადაწყვიტა.

კელვინ ბეისი „აიაქსში“ გადავიდა. ფაბრიცი რომანოს ცნობით, „რეინჯერსსა“ და „აიაქსს“ შორის შეთანხმება შაბათს შედგა, თუმცა ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია. კონტრაქტი კი 4 წლიანი იქნება.

„ლივერპულმა“ ბენ დეივისი „რეინჯერსს“ მიჰყიდა. მოთამაშე, რომელიც 20/21 -ის სეზონში „პრესტონიდან“ შეიძინეს და პრაქტიკულად არ უთამაშია „ლივერპულის“ რიგებში 4 მილიონის სანაცვლოდ პროტესტანტებს შეუერთდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მილანთან” კიდევ ერთი ერთი კონტრაქტი გაახანგრძლივა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცნობილია ვის შეხვდება საბურთალო მესამე ეტაპზე

სებასტიან ალეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს