„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო და მოთამაშეებს შვებულებიდან უხმო. ყველა გამოცხადდა და საწვრთნელი პროცესიც დაიწყო, თუმცა ამ ყველას ერთი კაცი დააკლდა. კრიშტიანუ რონალდუ ოჯახური მიზეზების გამო ზედიზედ მესამე ვარჯიშს აცდენს.
რაღაც რიგზე ვერაა, რადგან კრიშტიანუზე ვსაუბრობთ, მოთამაშე, რომლისთვისაც მომზადებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჰოდა, ფაბრიციო რომანო კარგა ხანია წერს, რომ მისი აგენტი ხორხე მენდეში ახალ კლუბს ეძებს.
ბრიტანულმა პრესამ აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ რონალდუს „მანჩესტერიდან“ აბარგება გადაწყვეტილი აქვს და ამას ზედიზედ სამი გაცდენილი ვარჯიშიც დაერთო.
ბოლო დროს, „ჩელსის“; „ბარსელონას“ და „პსჟ“-ს მიიჩნევენ რონალდუს შესაძლო ახალ კლუბად. არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ 37 წლის პორტუგალიელს, თუნდ 510.000 გირვანქიანი ჯამაგირით კვირაში, ვინ არ წაიყვანს?!
GIPHY App Key not set. Please check settings