in

რონალდო – 900 გოლი: არავინ იცის, რამხელა შრომად დამიჯდა ეს ყველაფერი

კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა.
სუპერვარსკვლავის სტატისტიკა ასეთია: რეალი – 450, მანჩესტერ იუნაიტედი – 145, პორტუგალიის ნაკრები – 131, იუვენტუსი – 101, ალ-ნასრი – 68, სპორტინგი – 5.

რონალდომ ნაკრებში 131 გოლი დააგროვა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ის მეორე ადგილზე მყოფ ლეო მესის საგრძნობლად ასწრებს – 109 გოლი.

რონალდო:
“ჩემ გარდა, არავინ იცის, რამხელა შრომად დამიჯდა ეს ყველაფერი. უნიკალური მიღწევა. ვიცოდი, რომ ამას გავაკეთებდი”, – თქვა რონალდომ ფაქტის აღსანიშნავად.

მართლაც დიდი მოვლენაა, რაც თავად ფეხბურთელმაც აღნიშნა: ის გაზონზე დაეცა და ასეთ პოზაში წარდგა ფოტოკამერების წინაშე.

პორტუგალიამ კი ერთა ლიგაზე შინ 2:1 მოუგო ხორვატიას.

პირველი გოლი

2002 წლის 7 ოქტომბერს, „სპორტინგის“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა აიღო ბურთი მოედნის ცენტრში, გაიარა ყველა მოწინააღმდეგე, შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი „მორეირენსეს“ კარში შეაგდო.
მაგრამ ის აქ არ გაჩერებულა. წამატებულ დროში ისევ გაიტანა, თავით. კრიშტიანო 17 წლის და 8 თვის იყო…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალობას უნდა დავუბრუნდეთ: კაპიტანი ჯგუფის მოგებაზე ფიქრობს – დღესსანიოლის პრესკონფერენციაა

ხვიჩა შეიძლება თვის ფეხბურთელი გახდეს: მივცეთ ხმა