კრიშტიანო რონალდო 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დასახელდა.
პორტალ Sportico-ს რეიტინგში „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ლიდერობს. გასულ წელს რონალდოს შემოსავალი 260 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
რეიტინგში მეორე ადგილი კალათბურთელმა სტეფ კარიმ დაიკავა, მესამეზე კი მოკრივე ტაისონ ფიურია. ლიონელ მესი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ 100-ში არც ერთი ქალი ვერ მოხვდა. 2024 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი იყო ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გოფი, რომლის შემოსავალი 30,4 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ტოპ 10 ასე გამოიყურება:
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 260 მილიონი დოლარი
- სტივენ კარი (კალათბურთი) – 153,8 მლნ
- ტაისონ ფიური (კრივი) – 147 მლნ
- ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 135 მლნ
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 133,2 მლნ
- ნეიმარი (ფეხბურთი) – 133 მლნ
- ოლეკსანდრ უსიკი (კრივი) – 122 მლნ
- კარიმ ბენზემა (ფეხბურთი) – 116 მლნ
- კილიან მბაპე (ფეხბურთი) – 110 მლნ
- ჯონ რამი (გოლფი) – 105,8 მილიონი დოლარი
GIPHY App Key not set. Please check settings