კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ 39 წლის ფორვარდი წელიწადში 263 მილიონ ევროს იღებს, საიდანაც 60 მილიონი რეკლამიდან შემოსავალია, იუწყება Al Sharq News Bloomberg-ისა და Forbes-ის კვლევებზე დაყრდნობით.
მეორე ადგილს „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელი ნეიმარი (102 მილიონი) იკავებს, წლიური ანაზღაურებით 74 მილიონი და 28 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებით მიღებული შემოსავალი.
მესამე ადგილზეა კარიმ ბენზემა, რომელიც „ალ-იტიჰადში“ თამაშობს – წელიწადში 96 მილიონი ევრო, საიდანაც 92 მილიონი ხელფასია, კიდევ 4 მილიონი რეკლამიდან შემოსავალი.
საუკეთესო ოთხეულს ავსებს „ალ-ნასრის“ გარემარბი სადიო მანე, რომელიც წელიწადში 48 მილიონ ევროს იღებს, სარეკლამო კონტრაქტებით კი დაახლოებით 3,7 მილიონია.
ზაფხულში საუდის არაბეთის ლიგაში ჩასული ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი ხელფასი ივან ტაუნის აქვს – „ალ აჰლი“ ინგლისელ ფორვარდს წელიწადში 23 მილიონ ევროს უხდის.
ჟოაო კანსელო („ალ-ჰილალი“) და მუსა დიაბი („ალ-იტიჰადი“) 15 მილიონს იღებენ.
მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ნაჩო და “არსენალის” და “ბარსელონას” ყოფილი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი “ალ-ქადისიაში” წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings