პირველ შეხვედრაში წაგების შემდეგ „იუვენტუსს“ ერთბურთიანი სხვაობა ჰქონდა აღმოსაფხვრელი და ამ ამოცანას თავიც გაართვა. ფედერიკო კიეზას დუბლმა გუნდები ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც გოლები გაცვალეს და ამის გამო მომდევნო ეტაპზე „პორტო“ გავიდა.
იუვენტუსი vs პორტო 3:2 დ.დ.
პირველი მატჩი 1:2
გოლები: 0:1 სერჟიო ოლივეირა (19-პენ), 1:1 კიეზა (49), 2:1 კიეზა (63), 2:2 სერჟიო ოლივეირა (115), 3:2 რაბიო (117)
იუვენტუსი: შჩესნი – კუადრადო, ბონუჩი (75. დე ლიგტი), დემირალი, ალექს სანდრო – კიეზა (102. ბერნარდესკი), არტური (102. კულუშევსკი), რაბიო, რემზი (75. მაკკენი) – მორატა, რონალდო.
პორტო: მარკეზინი – მანაფა, მბემბა, პეპე, სანუსი (71. ლუის დიასი) – კორონა (118. ლეიტე), სერჟიო ოლივეირა (119. ნდიაიე), ურიბე (90. გრუიჩი), ოტავიო (61. სარი) – მარეგა, ტარემი.
გაძევება: ტარემი (54)
პორტუგალიელების მიერ მეორე დამატებით ტაიმში გატანილმა გადამწყვეტმა გოლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „პორტომ“ 115-ე წუთზე შორეული ჯარიმის უფლება მიიღო. შჩესნიმ 4-კაციანი კედელი დააყენა, ერთი რონალდო იყო. კრიშტიანომ დარტყმისას ბურთს ზურგი აქცია, ბურთი მის ქვეშ გაძვრა და გოლიც გავიდა.
პირლო კედელში რონალდოსა და რაბიოს შებრუნებაზე: „ალბათ ჩათვალეს, რომ კარამდე შორი იყო და დარტყმა სახიფათო არ იქნებოდა“.
„პორტო“ ერთადერთი წარმომადგენელია ჩემპიონთა ლიგაზე არა ტოპ 5 ქვეყნიდან.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგიდან ზედიზედ მესამედ გამოვარდ არა ტოპ 4 გუნდისგან.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგიდან ზედიზედ მეორე სეზონია 1/8 ფინალიდან ვარდება.
„იუვენტუსი“ რონალდოსთან ერთად 3 წელია ნახევარფინალმდე ვერ აღწევს.
რონალდომ ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2005 წლის შემდეგ პირველად.
კიეზა პირველი „იუვენტუსელი“ იტალიელია ბოლო 22 წელიწადში, რომელმაც 2+ გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.
GIPHY App Key not set. Please check settings