ფაბრიციო რომანოს ცნობით, “სიტი” ერთბაშად ორ შეთავაზებას ამზადებს. ერთი „ბრაიტონის“ მარკ კუკურელიასათვის, მეორე კი „ლიდსის“ კალვინ ფილიპსისათვისაა განკუთვნილი. „ბრაიტონის“ 25 წლის მცველს მშვენიერი სეზონი ჰქონდა პრემიერლიგაში. იგივეს ვერ ვიტყვით ფილიპსზე, რადგან სეზონის ნახევარი ტრავმების გამო გაუცდა.
„არსენალმა“ „პორტოდან“ ფაბიუ ვიეირა შეიძინა. მეთოფეებს ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდათ. 22 წლის პორტუგალიელმა გასულ სეზონში 6 გოლს 17 საგოლე გადაცემა დაამატა.
გაბი ჟეზუსის აგენტი ლონდონშია და „არსენალთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქალაქელები მის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვენ. სიტუაციას „ჩელსი“ და „იუვენტუსიც“ აკვირდებიან.
„ლივერპული“ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერს ამ ფანჯარაზე არ გააკეთებს. იურგენ კლოპს ნახევარდაცვის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ შავ-ყვითლები ჰოლანდის დაკარგვის შემდეგ მეორე ლიდერს ვერ შეელევიან. ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ მერსისაიდელები ბელინგემს იანვარში მიუბრუნდებიან.
„ლივერპულმა“ დღეს კალვინ რემზის ტრანსფერი დაადასტურა. 19 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ „აბერდინმა“ 7.5 მილიონი გირვანქა მიიღო.
სადიო მანე სულ მალე „ბაიერნის“ მოთამაშე გახდება. თავდაპირველად, რეკორდსმაისტერმა წითლებს 20 მილიონი ევრო შესთავაზა და უარი მიიღო. შემდეგ გაუმჯობესებული პირობები 25 მილიონი + ბონუსები, ოღონდ 15 მილიონიან ბონუსს „ლივერპული“ იმ შემთხვევაში მიიღებდა თუ მანე ზედიზედ სამჯერ მოახერხებდა ოქროს ბურთის მოგებას, რის გამოც „ბაიერნს“ სრულმა საფეხბურთო პალიტრამ დასცინა. როგორც „სქაი სფორთსი“ გვაუწყებს, გერმანელებმა გაიმეტეს 42.5 მილიონი ევრო და მანე მალე მიუნხენისაკენ გაემგზავრება.
„გარდიანის“ ჟურნალისტი და იტალიური ფეხბურთის ექსპერტი ნიკი ბანდინი იუწყება, რომ „ინტერის“ ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე თანხების დაზოგვა მართებული იქნება, მაგრამ რომელუ ლუკაკუ ყველაფერს აკეთებს, რომ „ნერაძურიში“ დაბრუნდეს. საუბარია იჯარაზე, მაგრამ „ჩელსიმ“ პირველ, 5 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა. გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ლუკაკუ ღიად საუბრობს, რომ მილანში დაბრუნება უნდა.
„ჩელსიმ“ ლუკაკუზე მოლაპარაკებისას ინფორმაცია მოითხოვა შკრინიარზე, ბასტონიზე, დუმფრისსა და დე ვრიზე.
„ინტერი“ დიბალას ტრანსფერზე მომდევნო კვირაში გამოაცხადებს.
„ტოტენჰემი“ უახლოეს ხანში „ინტერს“ ლაუტარო მარტინესის ნაცვლად 90 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს.
„რეალი“ მალე გაახანგრძლივებს კონტრაქტს ბენზემასთან 2024 წლამდე. კლუბი არ ჩქარობს ახალი ფორვარდის ტრანსფერს.
„რეალი“ გნაბრის განიხილავს ასენსიოს შეცვლის ვარიანტად.
იკარდი შესაძლოა „ვულვერჰემპტონში“ გადავიდეს.
პსჟ მასიმილიანო ალეგრის ელაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა.
დანი ალვეშმა შესაძლოა კარიერა „მალიორკაში“ გააგრძელოს.
კრიშტიანო რონალდო შესაძლოა „მანჩესტერიდან“ წავიდეს. ის არ ჯდება ტენ ჰაგის კონცეფციაში. პორტუგალიელი ძალიან უნდა… „რომას“.
GIPHY App Key not set. Please check settings