in

რონალდო შესაძლოა გაროზგონ: რა დააშავა კრიშტიანომ, რომელიც ირანში ვეღარ ჩავა

ირანული პორტალი Rouydad24 იუწყება, რომ „ალ ნასრის“ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს ირანის კანონის დარღვევისთვის სასჯელი ემუქრება.

პორტუგალიელის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანს ესტუმრა „პერსეპოლისთან“ სათამაშოდ (2:0), რა დროსაც რონალდო შეხვდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადგილობრივ მხატვარს. ფეხბურთელის გულშემატკივარმა ქალმა კრიშტიანოს პორტრეტი დახატა. შეხვედრის დროს რონალდო გადაეხვია და აკოცა მხატვარს.

რადგან რონალდო ამ ქალთან ქორწინებაში არ იმყოფება, ირანის კანონებით ეს მრუშობაა. ამის გამო კრიშტიანო შესაძლოა 99 დარტყმით გაროზგონ, თუ ის კიდევ ერთხელ ეწვევა ირანს. დაწყებულია თუ არა ინციდენტის გამოძიება, არ ზუსტდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონტემ ნაპოლის უარი უთხრა: სტრესი თუ ფული

ინდონეზიასა და ავსტრალიას მალაიზია-სინგაპურთან ერთად მუნდიალი სურთ