in

რონალდო ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივა, პირველად ბოლო 5 წელიწადში

„მანჩესტერის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აპირებს დაესწროს „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიას.

37 წლის ფეხბურთელი ბოლოს ცერემონიაზე 2017 წელს იყო, როდესაც თავისი მეხუთე „ოქროს ბურთი“ მოიგო.

დაჯილდოების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება პარიზში.

მიმდინარე სეზონში რონალდომ „მანჩესტერში“ 11 მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

„ოქროს ბურთს“ კი წელს ალბათ „რეალის“ ფრანგი მეგოლე ქარიმ ბენზემა აიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Golden Boy 2022-ის საფინალო სია ცნობილია: უკვე ვარსკვლავებიც არიან

ვინ გამოტოვებს მუნდიალს: რეიტინგის სათავეში ჰოლანდია