კრიშტიანო რონალდომ ისევ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა “იუვენტუსთან” ერთად. პორტუგალიელი შესაძლოა “რეალში” დაბრუნდეს, ხოლო ესპანელი ინსაიდერი ხოსეპ პედრეროლი დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი შედგება, თუ ამას “სამეფო კლუბი” მოისურვებს.
თავად ფეხბურთელი მადრიდულ სიახლეებს თვალს ადევნებს და “იუვენტუსიდან” წასვლაზე ფიქრობს.
კრიშტიანოს ტურინიდან აბარგება კი პრობლემად არ იქცევა არც იტალიური მხარის გამო.
ტრანსფერზე კომენტარი ზინედინ ზიდანმაც გააკეთა, რომელმაც დაპირებებისგან თავი შეიკავა.
“თქვენ იცით ის ვინ არის, რა გაუკეთებია “რეალისთვის” და როგორ ძალიან გვიყვარს ის. მან აქ ისტორია შექმნა, ის შესანიშნავია, მაგრამ დღეს ის “იუვენტუსის” ფეხბურთელია და იქაც ძალიან კარგად თამაშობს. ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. დიახ, ამაზე ბევრი საუბარია, მაგრამ პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ”, – თქვა ზიდანმა “ელჩესთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტელეშოუ El Chiringuito TV-ის წამყვანი პედრეროლი კი რონალდოს ესპანეთში დაბრუნების თაობაზე დარწმუნებით იმის გამო ლაპარაკობს, რომ თითქოს მან ეს ინფორმაცია თავად კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან მიიღო. “აგენტი ჟორჟე მენდეში ესაუბრა “რეალის” წარმომადგენლებს რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე არაფორმალურ გარემოში”, – განაცხადა ჟურნალისტმა.
რონალდო მადრიდულ კლუბში 2009-2018 წლებში გამოდიოდა და 15 ტიტული მოიპოვა.
მადრიდში გატარებულ ბოლო სამ სეზონში კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგას მუდმივად იგებდა, ხოლო “იუვენტუსში” მის აქტივში მხოლოდ ერთი 1/4 ფინალია და ორჯერ 1/8 ფინალიდან გავარდნა.
GIPHY App Key not set. Please check settings