ტიტე გადადგა და ხორვატიის ნაკრებთან მარცხის ლოგიკური გაგრძელება, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო.
სელესაო უმწვრთნელოდ დარჩა. გუშინ, “INFINITE MADRID” გვაუწყებდა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ლეგენდარულ, კარლო ანჩელოტისთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ისიც დაზუსტდა, რომ თავად პაპა კარლოც არაა ამის წინააღმდეგი.
გუშინვე, ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, ბრაზილიელმა რონალდომ ამ თემაზე ისაუბრა:
“დროა, უცხოელს შანსი მიეცეს. დანიშნეთ მოურინიო, ანჩელოტი ან აბელი. არ ვიცი, რას ფიქრობს ფედერაცია, მაგრამ ასეთი სახეების ხილვა გამახარებდა”.
GIPHY App Key not set. Please check settings