ევროპულ ფეხბურთს ახალი საფრთხე აქვს – საუდის არაბეთის ფული, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებს იზიდავს. შეიხებს მარტო რონალდოს მსგავსი სელებრითები აღარ აკმაყოფილებთ და ტოპ კლუბების სტატუსური ფეხბურთელებიც უნდათ.
ვინ არის უკვე არაბეთში:
ქარიმ ბენზემა, „ალ იტიჰადი“
ნგოლო კანტე, „ალ იტიჰადი“
რუბენ ნევეში, „ალ ჰილალი“
კალიდუ კულიბალი, „ალ ჰილალი“
ედუარ მენდი, „ალ აჰლი“
მარსელო ბროზოვიჩი, „ალ ნასრი“
ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში აღმოჩნდნენ:
ნეიმარი, „ალ ჰილალი“
ფირმინიო, „ალ აჰლი“
დავიდ დე ხეა, „ალ ნასრი“
ბერნარდო სილვა, „ალ ჰილალი“ ან „ალ ნასრი“
1 ივლისისთვის 13 ტრანსფერი განხორციელდა.
და კიდევ: სტივენ ჯერარდი მწვრთნელად მივიდა „ალ იტიფაკში“ და სურს თავისთან წაიყვანოს ჰენდერსონი და ობამეიანგი.
„ალ იტიჰადმა“ „სელტიკისგან“ იყიდა ჟოტა ნევეში.
„ალ ნასრმა“ „ინტერს“ მეკარე ონანას სანაცვლოდ მსუყე წინადადება შეთავაზა.
გაგრძელება უთუოდ იქნება…
GIPHY App Key not set. Please check settings