in

რონალდოს 7 მილიონის სამკაულები ეკეთა

კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე 7 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სამკაულები ემოსა.

„ალ-ნასრის“ 39 წლის ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო მონაკოში გამართულ ღონისძიებაში 29 აგვისტოს, სადაც დააჭირა ღილაკს, რომლითაც დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

პორტუგალიელმა ასევე მიიღო ჯილდო ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისთვის.

ცერემონიაზე რონალდოს ეცვა პიჯაკი და ეკეთა რამდენიმე სამკაული: საათი, ბროში ქურთუკზე და საყურეები. The Sun-ის ცნობით, Franck Muller Cintree Tourbilon საათი 2,2 მილიონი ფუნტი (2,61 მილიონი ევრო) ღირს.

ქინძისთავის ფასი შეფასებულია 3,8 მილიონ ფუნტად (4,5 მილიონი ევრო). Messika Akh-Ba-Ka დეკორატიული გულსაბნევი დამზადებულია 33 კარატიანი ბრილიანტით.

Messika So Move Pave საყურეები 6,5 ათასი ფუნტად (7,7 ათასი ევრო) ფასდება.

რონალდოს სამკაულების საერთო ღირებულება დაახლოებით 7,12 მილიონი ევროა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უოტფორდმა პირველი წააგო, ჩაკვემ კარგად ითამაშა

საბოლოო შეთანხმება შედგა: რა წერია ხვიჩას კონტრაქტში