კრიშტიანო რონალდო ჯორჯინა როდრიგესზე დაქორწინებას მომავალ ზაფხულში გეგმავს.
ქორწილი ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ ფუნშალში, მადეირას კუნძულზე, გაიმართება. ცერემონია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არის დაგეგმილი.
ოფიციალური ცერემონია ფუნშალის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. ეს ადგილი ძალიან ახლოსაა სამშობიაროსთან, სადაც ის 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა.
ქორწილის მეორე ნაწილი მადეირას ელიტარულ სასტუმროში გაიმართება. რონალდომ აღნიშნა, რომ ხმაურიანი ზეიმი არ იქნება, რადგან ჯორჯინას დიდი წვეულებები არ უყვარს.
წყვილმა ნიშნობის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა.


GIPHY App Key not set. Please check settings