კრიშტიანო რონალდოს მდიდრული საათი აჩუქეს, რომლის ღირებულება 100 ათას დოლარს აღემატება.
„ალ ნასრის“ ფორვარდი დაესწრო მაჯის საათების ბრენდის Jacob&Co-ის ბუტიკის გახსნას ერ-რიადში. ამის გამო, როგორც ბრენდის ელჩს, რონალდოს უნიკალური დიზაინის საათი გადასცეს.
საათს Heart of CR7 Baguette-ს 26 თეთრი ბრილიანტი ამშვენებს, რომელიც მწვანე ფერშია შესრულებული. წინა მხარეს თავად რონალდო და მისი ინიციალებია გამოსახული, უკან ფეხბურთელის ცნობილი გოლის აღნიშვნა.
საათის ფასი 117 ათასი დოლარია.
ამასობაში კრიშტიანოს დედამ მისი შვილისა და რძლის კონფქლიტზე ისაუბრა.
ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ წყვილს რთული დროება უდგას, რადგან ფეხბურთელს „ყელში ამოუვიდა“ ურთიერთობა, რომელიც 2016 წლიდან გრძელდება.
„ეს ყველაფერი ტყუილია. ყველა წყვილი კამათობს, ასე რომ, ეს სიცრუეა“, – განაცხადა დოლორეშ ავეირუმ.
GIPHY App Key not set. Please check settings