in

რონალდოს უთქვამს, რომ მზადაა არაბეთი დატოვოს: კრიშტიანოს დედამ და დებმა მიულოცეს

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მზადაა „ალ ნასრის“ დატოვებისთვის. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ უღალატეს.

მოკლედ, კრიშტიანო სერიოზულად განიხილავს საუდის არაბეთის ლიგის დატოვებას.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გამოტოვა მატჩი „ალ რიადის“ წინააღმდეგ (1:0). მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდო უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი (PIF) კლუბს მის კონკურენტებთან, კერძოდ, „ალ ჰილალთან“ შედარებით.

CBS Sports-ის ცნობით, პორტუგალიელმა საუდის არაბეთის ლიგის მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ მზად არის ქვეყნის დასატოვებლად ტრანსფერებთან დაკავშირებული სიტუაციით უკმაყოფილების გამო.

იმავე წყარომ განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს, თუ PIF-ის რომელიმე მაღალჩინოსანი ფეხბურთელს კლუბისა და ლიგის პერსპექტივებთან დაკავშირებით გარანტიებს მისცემს.

ასევე ირკვევა, რომ რონალდო კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუგალიელი მონაწილეობას არ მიიღებს „ალ იტიჰადის“ წინააღმდეგ შეხვედრაში.

ამავდროულად კრიშტიანოს დაბადების დღეს ჰქონდა და 5 თებერვალს 41 წლის გახდა. მას დედამ და დებმა მიულოცეს.

„დღეს ზეიმია. გილოცავ დაბადების დღეს, შვილო, კიდევ ერთ წელს. გისურვებ კიდევ ბევრ დღესასწაულს. მალე ერთად ვიზეიმებთ. გკოცნი, მალე შევხვდებით“, – წერს ფეხბურთელის დედა, დოლორეს ავეირო.

„გილოცავ ისტორიაში საუკეთესოს. ვამაყობ. ღმერთმა დაგიცვას“, – წერს რონალდოს და, კატია ავეირო.

„გილოცავ, ძმაო, გისურვებ, ასეთივე შესანიშნავ ადამიანად დარჩე. ღმერთმა მოგანიჭოს დიდი სიბრძნე და ჯანმრთელობა. ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები“, – წერს კრიშტიანოს კიდევ ერთი და, ელმა ავეირო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოდი, უფრო მეტად დავაფასოთ ის, რაც გვაქვს: რაშია გურამ კაშიას წარმატების სამი საიდუმლო

21-ე საუკუნის საუკეთესოები: მესი წინ, ზიდანი შუაში, უკან რამოსი